ENG
მშენებლობის მენეჯმენტი

მშენებლობის მენეჯმენტი

ჩვენ ვერთვებით როგორც წინასამშენებლო სამუშაოების მენეჯმენტში, ასევე ვმართავთ უშუალოდ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს და ვაწარმოებთ ტექნიკურ ზედამხედველობას. ინფოგრაფიკზე წარმოგიდგენთ ყველა იმ ეტაპს, რომელსაც მშენებლობის სრული მენეჯმენტის პროცესში გავდივართ.

  • 1

    შესაფერისობის კვლევა

    პირველ რიგში, ვაწარმოებთ ბაზრის ეკონომიკურ ანალიზს და ვიკვლევთ ტექნიკურ და იურიდიულ ფაქტორებს, რათა სწორად განვსაზღვროთ პროექტის წარმატებით განხორციელების ალბათობა.

  • 2

    დიზაინის მენეჯმენტი

    იმისთვის, რომ მივიღოთ გამართული საპროექტო დოკუმენტაცია, სხვადასხვა დისციპლინის გამოყენებით, პროექტი სრულ შესაბამისობაში მოგვყავს დამკვეთის მოთხოვნასთან.

  • 3

    ფასთა ინჟინერია

    მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებითაც, ხარისხის ცვლილების გარეშე, დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით, ვიძიებთ ნაკლებ ხარჯიან ალტერნატივებს და შესაბამისად ვამცირებთ პროექტის ბიუჯეტს.

  • 4

    ბიუჯეტირება

    შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების მოცულობათა უწყისის დამუშავება, მუშა-ხელის, მასალების, მანქანა-დანადგარების, ზედნადები ხარჯების განფასება და დამკვეთთან შეთანხნმება.

  • 5

    რისკების შეფასება

    სისტემატიური პროცესი, რომლის დროსაც, ვახდენთ პოტენციური რისკების იდენტიფიცირებასა და ანალიზს. შესაბამისად, იგეგმება მოქმედებები პროექტთან დაკავშირებული შესაძლო რისკების გავლენის შესამცირებლად.

  • 6

    მშენებლობის გეგმა-გრაფიკი

    ადამიანური და ტექნიკური რესურსების იდენტიფიცირება, ყველა საჭირო მოქმედების ანალიზი და მშენებლობის განხორციელების ინტეგრირებული გეგმა-გრაფიკის მომზადება.

  • 7

    ტენდერების მენეჯმენტი

    პროექტის მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების შესაბამისად სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება-მომზადება, ვაჭრობის პროცესის მართვა და მიღებული წინადადების კვალიფიციური ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს სწორად შევარჩიოთ გამარჯვებული მომწოდებელი.

  • 8

    კონტრაქტების მენეჯმენტი

    დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით ხდება სახელშეკრულებო მხარეების მოთხოვნათა ანალიზი, ხელშეკრულების შედგენა და მისი შესრულების მართვა-მონიტორინგი, რათა შემცირდეს რისკები და გაიზარდოს მხარეების, როგორც საოპერაციო ასევე ფინანსური შედეგიანობა.

  • 9

    მშენებლობის ზედამხედველობა

    სამშენებლო სამუშოების ტექნიკური ზედამხედველობა, ჩართული მხარეების კოორდინაცია, ხარისხის მოთხოვნების, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი.

  • 10

    პროექტის ჩაბარება

    დასრულებული სამშენებლო სამუშაოების შეფასება, დეფექტების გამოსწორების მონიტორინგი, ტესტირება და საშემსრულებლო ნახაზების პაკეტის დამკვეთისთვის გადაცემა.