ENG
ჩვენ შესახებ
სიტა

ჩვენს შესახებ

სიტა სამშენებლო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა. ჩვენი მიზანია, დამკვეთს პროცესების მართვის სრული მომსახურება გავუწიოთ, იქნება ეს სამშენებლო, სარემონტო თუ უძრავი ქონების განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობა. მრავალწლიანი გამოცდილება, წარმატებული მსხვილი პროექტები და ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი საშუალებას გვაძლევს, საქართველოში დამკვეთს მომსახურების ყველაზე ფართო სპექტრი შევთავაზოთ.

ჩვენი ისტორია სათავეს  2016 წლიდან იღებს. საწყის ეტაპზე ჩვენი საქმიანობა მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო პროცესის მართვას გულისხმობდა. თუმცა წლების განმავლობაში შეძენილმა ცოდნამ და გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მზად ვიყავით ჩვენი მომსახურების სფერო გაგვეფართოვებინა. 2018 წლიდან ჩვენი სერვისის ძირითადი მიმართულება მშენებლობის მენეჯმენტი, მაღალი კლასის შენობა-ნაგებობების ინტერიერის მოპირკეთება და უძრავი ქონების განვითარებაა.

რატომ სიტა

ჩვენს გუნდს სამი რამ გამოარჩევს: მრავალწლიანი გამოცდილება, პროექტის პროცესების ზედმიწევნით ცოდნა და მომსახურება, რომელიც სრულად ერგება დამკვეთის მოთხოვნებს.

სწორედ ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ წარმატებით შესრულებული პროექტი დათქმულ ვადაში და ბიუჯეტის შესაბამისად ჩაბარდება.

ჩვენი პორტფოლიო უკვე მოიცავს საქართველოში მოქმედი ბრენდული სასტუმროებისა და უმსხვილესი დეველოპერული კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტების უმეტესობას, როგორიცაა Wyndham Residences, Wyndham Garden Hotel, Radisson Residences, La Quinta by Wyndham, Hilton Garden Inn და სხვა

პრექტები